ყველას ნახვა

"ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული ანასხლეტები უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია აკრძალეს

"ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული ანასხლეტები უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია აკრძალეს
- ალბათ ხშირად გეკითხებიან, რატომ ხართ ასე კატეგორიულად მათ წინააღმდეგ განწყობილი, პირადად თქვენ რა დაგიშავეს?
- ესე იგი მე თუ არ დამიშავეს და ჩემს მეზობელს დაუშავეს, სხვისი ჭირი ღობის ჩხირია, არა? თუმცა პირადად მეც დამიშავეს - ვიღაცას რომ სასტიკად მოექცნენ და ეს გავაპროტესტე, ჩემ მიმართაც წამოვიდა აგრესია. ჩუმად რომ ვყოფილიყავი, მაშინაც კარგ "ტალღაზე" ვიქნებოდი და ახლაც...

ჩვენი დაპირისპირება 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც 3 ნოემბერს მიტინგზე გამოვედი. ზღვარი გირგვლიანის მკვლელობა იყო. ამის შემდეგ განსაკუთრებული შეტევა დაიწყო ცნობილ ადამიანებზე, ვინც ხალხს უყვარდა, რათა მათ ხალხზე გავლენა არ მოეხდინათ. ყველანაირ ხერხს იყენებდნენ - ძალას, მოთაფვლას, ახლობლების მოგზავნას, მოქრთამვას, პოლიტიკურად დამუშავებას... იქით რუსეთია, აქეთ - ეს ნათელი წერტილი მიშა, რომელსაც, მართალია, ცოტა უხეშად გამოსდის რაღაცები, მაგრამ მომავლისთვის ასე ჯობიაო, გვეუბნებოდნენ. ეს თუ არ გაჭრიდა, მერე იწყებოდა შეპარული მუქარა, დაშინება. მთელი სისტემა მუშაობდა, რომ ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, როგორმე ან გაეჩუმებინათ, ან გადაებირებინათ.

- არ გეშინოდათ?
- თავი ისე მეჭირა, ვითომ არ მეშინოდა და იხტიბარს არ ვიტეხდი, მაგრამ ოჯახი მყავდა, უფროსი ბიჭი გარდატეხის ასაკში იყო და შეიძლებოდა, ნარკოტიკი ან რამე ჩაედოთ. ახლობლები მაფრთხილებდნენ, შენი დაჭერა უნდათო. რაზე-მეთქი, რომ ვიკითხე, მიპასუხეს, დაგიჭერენ და რა მნიშვნელობა აქვს, ან ნარკოტიკს ჩაგიდებენ, ან - იარაღს, ან წამალს გაგიკეთებენ ძალითო. ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი იყო, განსაკუთრებით - ჩემზე თავდასხმის შემდეგ. როდესაც დავით ბაქრაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა ამ თავდასხმის შესახებ, თავისი განუმეორებელი ქვეშქვეშა ღიმილით უპასუხა, იმდენი ხალხი თვრება, სად ვაკონტროლებთ, ვინ ვის დაესხმება თავსო. რატომ გამახსენეთ ახლა ამდენი ცუდი ამბავი... ეს მოგონებები ჩემს მეხსიერებაში "ჩავკეტე", შვილებსაც არ ვუყვები ხოლმე.

"ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული ანასხლეტები უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია აკრძალეს. პარლამენტში თუ არ შევლენ, გახდებიან მარგინალები, აღმოჩნდებიან პოლიტიკურ წუმპეში და მოუსავლეთში, სადაც მათი ადგილია და თანდათანობით გაქრებიან, თუმცა, ვინ იცის, რა მოხდება - ჯერ არ გადაუთქვამთ სიტყვა თუ რა!

რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა