ყველას ნახვა

" ესეც თუ არ გააპროტესტეს და... ერთ ოლიგარქს შესჩერებია მთელი ქვეყანა, კულტურის მუშაკები ჩამწყვდეული ჰყავს და ხელფასებს ურიგებს,"

" ესეც თუ არ გააპროტესტეს და...  ერთ ოლიგარქს შესჩერებია მთელი ქვეყანა, კულტურის მუშაკები ჩამწყვდეული ჰყავს და ხელფასებს ურიგებს,"
- თქვენ რა აზრის ხართ კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნაზე?
- მივესალმები, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა იმ სამინისტროში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მხარს ვუჭერ და ვთლი, რომ კულტურისთვის კარგი პერსპექტივა იქნება, თუ ქალბატონი თეა დაინიშნება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს? რომელ ნაწილში უფრო უჭირს კულტურას?
- ამისი თქმა რთულია, ხალხი უნდა შეიკრიბოს, ერთიანი კომიტეტი შეიქმნას, რომელიც სტრატეგიულ გეგმას ჩამოაყალიბებს კულტურის აღმოვლობისთვის, ვინაიდან, იმდენი დარგია, ბევრია სამუშაო, რაც, ამავე დროს, დაკავშირებულია განათლებასთან, მაღალი დონის ხელოვნების ნაწარმოებებთან, თეატრთან, კინოსთან, ლიტერატურასთან, არქიტექტურასთან და ა.შ. ამაზე სერიოზული სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა საჭირო.

- პანდემიასაც რომ შევეხოთ, ვხედავთ, რომ ბოლო ერთი წელია, ამ სიტუაციამ კულტურის სფეროც ძალიან დააზარალა, გაჩერდა თეატრები, კინო, კონცერტები...
- აი, სწორედ ახლა მივდივარ შეხვედრაზე და რაღაც იმედი გამიჩნდა, რომ შესაძლებელობა მექნება, ჩემი ფილმის გადაღება გავაგრძელო, ერთი წელია გაჩერებულია ყველაფერი. დავიწყე და ვეღარ ვაგრძელებდი.

- ახლა რა ცვლილებებია?
- იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ორ კვირაში კვლავ გავაგრძელებ გადაღებებს. ამ ეტაპზე, მეტს ვერაფერს გეტყვით.

ლალი მოროშკინა, პიარ ტექნოლოგი:
- განათლება და კულტურა დიდი ხანია უნდა გამიჯნულიყო. იმიტომ, რომ განათლების სისტემა აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა, მე თვითონ ამ სისტემაში ვარ და ზუსტად ვიცი, ეს რაც არის, უამრავი, რუტინული სამუშაოა. კულტურა ბოლო დროს აღარავის ახსოვს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ განათლებამ საერთოდ შთანთქა კულტურა. კულტურის წარმომადგენლები აბსოლუტურად თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ. არაფერი ხდება, ბოლოს რა ღონისძიება ჩატარდა, აღარც კი მახსოვს, კერძოს თუ არ ჩავთვლით.... კერძო სტრუქტურა კი არ უნდა იყოს რაიმეს ინიციატორი, ივენთები კულტურის სამინისტროში უნდა იგეგმებოდეს და სხვადასხვა კერძო სტრუქტურა ერგებოდეს ამ ყველაფერს.

როცა ვსაუბრობთ, რომ ტურიზმის სფერო უნდა განვავითაროთ, რომელიც დავაქციეთ, ისევ და ისევ კულტურამ უნდა "ამოქაჩოს". ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ისეთი ფესტივალები, რომლებიც აქ ბევრ ადამიანს ჩამოიყვანს, გაგვაერთიანებს. ოთხი სეზონის კურორტები და დიდი გასაქანი გვაქვს, როგორც სხვა ქვეყნებმა შეძლეს მსოფლიო დონის ფესტივალების შექმნა, ასე შეგვიძლია ჩვენც. ახლა კი მოვიკოჭლებთ.

ვრცლად იხ აქ
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა