ყველას ნახვა

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს კომენტარის გაკეთება... საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს კომენტარის გაკეთება...   საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება
ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ ამ "სახელმწიფოს" მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, რა თქმა უნდა ცივილიზებულობის ფარგლებში ისე, რომ არავის სხვა მოქალაქეებს არ შევუქმნათ პრობლემები, არის ჩვენი არამხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობა თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის - გვინდა მომავალი? ჩვენ უნდა შევაგუოთ ისინი რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ გადავიხდით მათ ჯარიმებს, რომელსაც თავის თავს არ უწერენ. ჩვენ არ შევასრულებთ მათ რეგულაციებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ დავემორჩილებით მათ სასამართლოებს, რომელიც მხოლოდ მათ სასარგებლოდ განსჯიან. ჩვენ არ შეგვეშინდება არც მათი რეპრესიების, მათ შორის არც მათი დაჭერების, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სულ უფრო ბევრი და ყველას ნამდვილად ვერ დაიჭერენ და ყველას ვერ დაარეპრესიებენ - ჩვენ ასე გადავტეხავთ ხერხემალში მათ სისტემას, რომელიც ეფუძნება სრულ უკანონობას და ნამდვილ ყაჩაღობას!
როდესაც მოსამართლის მანტიაში არის გახვეული ყაჩაღი და როდესაც პროკურატურა დაპყრობილი აქვს ბოტასების ქურდს და ინსტრუქციას იღებს 90-იანი წლების იმერეთის მაფიის მთავარი მოლარისგან (ივანიშვილისგან),

ჩვენი შეცდომა იქნება ამათ ცხვარივით თავი დავუღუნოთ და ვაღიაროთ მათი სამართალი. სამართალი საქართველოში იქნება ნამდვილი, როდესაც ესენი აღარ იქნებიან მოსამართლის კაბინეტებში და როდესაც
ინსტრუქციას აღარ მიიღებენ ოლიგარქის სხვადასხვა ბუნკერიდან," - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკზე".
მიხეილ სააკაშვილი დღეს გამოეხმაურა ელჩის განცხადებას და განაცხადა, რომ იგორ დოლგოვი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ დანიშნული იყო მის წინააღმდეგ საბრძოლველად და ელჩი თავისი ქმედებებით აზიანებს უკრაინის იმიჯს, როგორც საქართველოში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

თემას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრშიც, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ ყველა ოპოზიციონერი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გამოთქვან პროტესტი იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოშია. ბეჟაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები სახლში გამოკეტილები და არჩევანწართმეულები არიან.
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა კი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს რომ თავისი ჩინოვნიკი გააკონტროლოს:
"მე მინდა ბატონ ზელენსკის მივმართო რომ იქნებ ლაგამი ამოსდოს თავის ჩინოვნიკს, იმიტომ რომ არაადეკვატური გახდა," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, ვინც ინსტიტუციების ჩამოშლის მოწოდებით გამოდის პროვოკატორია და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე