კილერს, რომელიც მანამდე გვარამიას მოსაკლავად იყო გამოგზავნილი, ფული და მკვლელობის იარაღი გამოატანეს, თუმცა დავალება ვერ შეასრულა. ამიტომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში წითელუბნით გადმოყვანილი ოსი ეროვნების მამაკაცი, ცხინვალის გავლით უკან გადაიყვანეს.
2021 წლის ზაფხულში, საქართველოში უკვე კილერების მეორე ჯგუფი ჩამოდის -მთავარი არტურ გელიევია, მას აქვს დავალება თბილისში მოძებნოს ადამიანები, ვინც გვარამიას მკვლელობის ორგანიზებაში დაეხმარება. აეროპორტში გელიევს დავით დათაშვილი ხვდება. სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელი, დათაშვილს, ოჩამჩირის ქუჩაზე ისეთ სასტუმროში მიჰყავთ, სადაც სტუმრების მონაცემებსაც კი არ ინახავენ და არც კონტროლის სისტემა მუშაობს.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის სტაჟიანი თანამშრომელი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული ადამიანი, მას მალევე "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში შეხვედრაზე იბარებს და კიდევ ორ პირთან ერთად დავით დათაშვილს ნიკა გვარამიას მკვლელობის დაგეგმვას სთხოვს.
დირსის" ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დავით დათაშვილი არტურ გატეევს, არტურ გელიევსა და სლავა გაგიევს შეხვდა.
დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის მტკიცებით, ამის შემდეგ იწყება ნიკა გვარამიას თვალთვალი, ადგენენ მისი გადაადგილების მარშრუტს, სახლისა და ტელევიზიის გარდა, აკვირდებიან იმ რესტორნებსაც, სადაც "მთავარი არხის" დირექტორი დადის, რადგან გვარამიას მკვლელობის გეგმაში, აფეთქებასთან და გასროლასთან ერთად, ქიმიური ნაერთით მოწამვლაც შედის.
პირველი რასაც დათაშვილი აკეთებს, ეძებს შუამავალს ნიკა გვარამაიასთან და მესამე პირის საშუალებით აგებინებს რომ მის მოსაკლავად ჩრდილო კავკასიელების ჯგუფია ჩამოსული. დათაშვილი გვიყვება, რომ გვარამიასთან ორი შუამავალი მიაგზავნა იმაში დასარწმუნებლად რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მისი ინფორმირება ნამდვილად მოხდებოდა.
დავით დათაშვილს ეჭვი აქვს, რომ ნიკა გვარამიას მკვლელობა, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთიანი გეგმა იყო. დავალება ჩრდილოკავკასიელებს უნდა შეესრულებინათ, რადგან ქართული სპეცსამსახურები ამით საკუთარ კვალს სამუდამოდ წაშლიდნენ.
ადამიანი, რომელმაც "მელაძის შაბათს" სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა, ახლა საქართველოდან ძალიან შორის არის და ნებისმიერ წუთს ელოდება, რომ ნიკა გვარამიას მკვლელობის ჩაშლილი ოპერაციის გამო, შესაძლოა, ისიც თავიდან მოიშორონ, ამიტომ გადაწყვიტა, მოჰყვეს სიმართლე, ამბავზე რომლის დამკვეთების კვალიც მისი ვარაუდით, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების მაღალჩინოსნებამდე ერთდროულად მიდის.
სად გაქრა სუს-იდან გვარამიას მკვლელობის მომზადების საქმე - ნახეთ, მაკა ჩიხლაძის რეზონანსული გამოძიება
წყარო