ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს; ჩამოვიდეს მშვიდობიანად, პრობლემების გარეშე, დაგვხვდეს 11 გაერთიანებული პარტიის მომხრე და დანარჩენი ადამიანებიც, რომლებიც არ შემოხაზავენ ნომერ „5“-ს მიხვდებიან, რომ საქართველოსთვის ასე ჯობია, რომ მესამე პრეზიდენტს ჰქონდეს საშუალება, როგორც პრეზიდენტმა იმუშაოს თავისი ქვეყნისთვის რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. თვითონაც იძახის: მე უბრალოდ მინდა ვიყო ჩემს ქვეყანაში, მინდა დავეხმარო, ძალიან დიდი ხედვა მაქვს ამ ქვეყნისთვის, ძალიან ბევრი რამ არ მივიყვანე ბოლომდე და აი, უკვე 11 პარტიასთან და მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელებ იმ გზას, რომელზეც ვიდექით და რომლიდანაც ოლიგარქმა ტყუილებით გადაგვიყვანა“, - თქვა სანდრა რულოვსმა