"საქართველო ბოლომდე გააბანძეს, მაგრამ საქართველოს რეპუტაციის გადარჩენა, საქართველოს იმიჯის გადარჩენა ახლა ქართველი ხალხის ხელშია. ივანიშვილმა მოგვაყენა უზარმაზარი ზიანი, ამ ხროვამ, რომელიც მის გარშემო არის, რომელიც დაგვცინის, თვალში ნაცარს გვაყრის, გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და თურმე ეს ზიმბაბვეს რეჟიმი არის დემოკრატია. ესენი აუცილებლად წავლენ. მათი წასვლა მხოლოდ შესაძლებელია თქვენი, ჩვენი ერთად დგომის პირობებში. მინდა მოვუწოდო ხალხს, ყველა ჩვენს მომხრეს და არამომხრეს, პატრიოტს საქართველოს, ყველა მამულიშვილს სრული კონსოლიდაციისთვის, ეს ამათ არ უნდა შერჩეთ. ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა, რომელიც არის კარგად დოკუმენტირებული არსად მსოფლიოში არც ერთ რეჟიმს არ შერჩება ხოლმე და საქართველოშიც არ უნდა შერჩეთ. ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა. ამ ბრძოლაში მე ვარ თქვენთან ერთად. ახლა ყველანი რუსთაველზე. მაინც საბოლოო პასუხის გაცემა ხდება თბილისში, მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწოდება ქართველ ხალხს, "მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე"