ამერიკელი ფსიქიატრი ერიკ გოლდსმიტი, “ტვ პირველთან” ამბობს:“მას აქვს პოსტტრავმული აშლილილობა და დაუზუსტებელი წარმოშობის დემენცია, რომ ის სერიოზულად არის ავად, არამგონია ვინმეს ჰქონოდა ეჭვი, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს იგონებს. მას შეექმნა მეხსიერების და ნევროლოგიური პრობლემები, ხშირად არ იყო შესაბამისად ჩაცმული, იყო დაბნეული, შენელებული აზროვნებით ეს დემენციის ნიშნებია, ეს სიმპტომები ახლა გაუარესებულია.სააკაშვილს აქვს შეძენილი დემენცია, რომელიც ტოქსიკურ ნივთიერებებთან კავშირის შედეგად განუვითარდა. ის მოწამლულია სულ ცოტა დარიშხანით და ვერცხლისწყლით. ვერცხლისწყალი და დარიშხანი კი ტოქსიკურია ტვინისთვის. ის იწვევს სწრაფად პროგრესირებად პრობლემებს მეხსიერებაში.ამ ნივთიერებებთან შეხება მოხდა სააკაშვილის ციხეში ყოფნის დროს. არ ვიცით, რა გზებით მოხდა მისი მოწამვლა ერთჯერად თუ ბევრჯერ მაგრამ ეს ნამდვილად მოხდა მისი ციხეში ყოფნის დროს. 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ოქტომბრის პერიოდში. ეს არ მომხდარა მანამ, სანამ ჩამოვიდოდა. ეს ტოქსიკოლოგებმა დაადასტურეს. მოწამვლა მოხდა იმ პერიოდში როცა ის იყო ციხეში”