თავის მხრივ, უკრაინული "სტრანა" წერს: ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა მოჰყვება სააკაშვილის მიერ თავის მომხრეთა "წაქეზებას" საქართველოში და როგორ აისახება ეს ყველაფერი მის კარიერაზე უკრაინაში.
საექსპერტო წრეებში ნაპრეზიდენტალის ასეთ გააქტიურებას აშშ-ში ხელისუფლების შეცვლით ხსნიან. როგორც პოლიტოლოგი რუსლან ბორტნიკი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საქართველოში ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს - მას იმედი აქვს, რომ ამაში მხარს დაუჭერს ჯო ბაიდენი, რომელთანაც მას მეგობრული დამოკიდებულება აქვს. ალბათ, ექს-პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოცნებობს.
"მიხეილ სააკაშვილი მიანიშნებს, ან მას ჰგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ მან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის დამატებითი ინსტრუმენტი მიიღო და იმედი გაუჩნდა, რომ ქართულ პოლიტიკურ სისტემას დაუბრუნდება", - ამბობს რუსლან ბორტნიკი "სტრანას" კორესპონდენტთან საუბარში.
გადაწონის თუ არა ამერიკული ფაქტორი
"სტრანა" დაუკავშირდა ქართველ პოლიტოლოგს გიორგი წასიძეს თბილისში: "როგორც ჩანს, უახლოეს ხანში შეიძლება ველოდოთ სიტუაციის გამწვავებას მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მხრიდან, ვადამდელი არჩევნების არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რომელშიც იგი თვითონაც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს გიორგი წასიძე.
ექსპერტის პროგნოზით, მიხეილ სააკაშვილის "ძირგამომთხრელი განცხადებების" გამო უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობა არ გართულდება: "ეს მიხოს პირველი მსგავსი განცხადება არ არის, ასეთი ვითარება უკვე დიდი ხანია არსებობს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა იმდენად სუსტია, რომ მას ძალაც კი არ აქვს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედების მიზნით".