ეს ამბავი სექტემბერშიც მოხდეს, შესაძლოა, ოქტომბერში. ახლა ამის თქმა რთულია. მთლიანობაში ცუდი წელი ექნება, ის კი ეცდება, რომ ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, მაგრამ რა წესრიგი უნდა დაამყარო, როდესაც მთლიანობაში ქვეყანაში სტაგნაციაა, მათ შორის, ეკონომიკური. ფასები ყველაფერზე იზრდება და დამერწმუნეთ, კიდევ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.
დაინიშნა განათლების ახალი მინისტრი, რომელიც ერთ დროს უკვე იყო ამ თანამდებობაზე და განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ახლა რა უნდა გააკეთოს? რატომ დანიშნეს, გაუგებარია. როცა გვყავს მაგაზე გაცილებით განათლებული კადრები, მაგრამ კვლავ არაფრის მომცემ ადამიანებს ნიშნავენ. გახარიამ ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს ?! ამიტომ ძალიან შორს ვერ წავა “.