სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება არის ღირსებით აღსავსე და „ყველას ყელში ამოუვიდა, რაც ხდება“.
„ნიკა მელია არის ძაან მაგარი ლიდერი, ნიკა მელია გმირულად იქცევა, მაგრამ ახლა თითოეული ქართველი უნდა გახდეს ლიდერი, განსაკუთრებით ახალგაზრდა და თითოეული ჩვენგანი იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მელიას დაიჭერენ თუ არა, „ასეც და ისეც ხელისუფლების საქმე წასულია“. „ცდიან დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ არ დაიჭერენ, ვაი მაგათ. აი , ასეთ დღეში ჩაიყენეს თავი. ეგენი თვითონ რომ არიან მხდალები, გადაწყვიტეს, რომ აქედანაც არიან მხდალები“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
მისივე თქმით, საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ეს არის სინათლის და სიბნელის ბრძოლა, სადაც საბოლოო ჯამში, სინათლე გაიმარჯვებს.