,,მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და მე ვარ ბოლომდე წამსვლელი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას ეთერში. მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ 33 პროცენტზე ბევრად მეტი აიღო და ახლა დროა, ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარონ.-თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ბოლომდე დავუპირისპირდები. ამ ბრძოლაში ფიზიკურადაც ჩავერთვები.