- ის, რაც ახლა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხდება, გაუგებარია, ყველა ვამბობთ იმას, რომ იქ მხოლოდ ნიკა მელია არ იდგა, ყველას კარგად ახსოვს, რომ იქ ბევრი ადამიანი იყო და პირველ რიგში, ჩვენ, ყველა ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ვაპროტესტებდით იმას, რასაც ჩვენთვის ღირსების შელახვა
ჰქვია.
დღემდე ვთვლი, რომ ამ ადამიანების მხრიდან არასწორი ნაბიჯი ნამდვილად არ იყო გადადგმული და ნუთუ ამდენი ხალხი უგუნურების მორევში იყო? გამორიცხულია. ვფიქრობ, ამჯერად გაურკვეველ მდგომარეობაშია თვითონ ის მხარე, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრებას ცდილობს.
ნიკა მელიას სახით, ხელისუფლება საქართველოს დიდ ნაწილს აპატიმრებს.
- თქვენი აზრით, რაში სჭირდება ხელისუფლებას და ოპოზიციას დღეს ამ სპექტაკლების დადგმა?
- მართლა ვერ გავერკვიე ბევრ იმ საკითხში და ნაბიჯში, რასაც ხელისუფლება დგამს. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი, ნამდვილად არ მაქვს ამაზე პასუხი.