ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიას გადადგომამდე წინა საღამოს, ქართული ოცნების პარტიის ოფისში ნიკა მელიას დაკავების ვადები და ფორმები განიხილებოდა. როგორც კილაძე "დღის სტუმარში" საუბრისას ამბობს, გიორგი გახარია ენმ-ს ოფისში შეჭრის კატეგორიული წინააღმდეგი ყო, ხოლო ირაკლი კობახიძე პირიქით - დაჟინებით ითხოვდა შტურმს:
ამ მომენტისათვის გახარიამ მძიმედ გაჭედა, აგინა კობახიძეს და იქვე თქვა - მე თქვენი ჯიბის პრემიერი არა ვარო და ასევე არ უპასუხა ივანიშვილის ზარს, რომელიც ასევე ენმ-ს ოფისის შტურმს ითხოვდა " ამბობს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა გუშინ, 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად სწორედ ნიკა მელიას საქმეზე, გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. ქართულმა ოცნებამ გახარიას შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.