პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ეხმიანება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, მის დადებით მხარეს უსვამს ხაზს და პერსონალურად უხდის მადლობას:“
მიიღეთ ჩემი პატივისცემა! თქვენ თქვენი გადადგომით ქვეყანას სახე შეუნარჩუნეთ. თქვენი დამსახურებაა დღეს ოპოზიციური ძალის ოფისის დარბევის და ლიდერების დაჭერის კადრები რომ არ ტრიალებს მსოფლიო მედიაში.გმადლობთ, ბ-ნო პრემიერო! და პერსონალური მადლობა ჩემგან იმისთვის, რომ ჩადება მოსპეთ და ჩამდებები სისტემას მოაშორეთ!არავისთვის დაჩოქებას არ ვაპირებ – რაშიც მადლობა გადავუხადე ეკუთვნის. 20 ივნისის მერე არ დაკლებია კრიტიკა ჩემგან, იმ ფონზეც, როცა ზუსტად ვიცოდი რომ ბრძანება მას არ გაუცია“, – წერს გიორგი გახარიას გამოსამშვიდობებელი სელფის კომენტარებში ელისო კილაძე.