საქართველოს პროკურატურამ ამერიკის გმირი, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 2018 წლის თებერვალში დააკავა. გამოძიება 9/11 ტერაქტის "ოქროს მოწმეს" მოკვლელობის მომზადებას ედავება და აცხადებს, რომ დაკავებული ასევე ირანის მოქალაქის ბაჰიდ ებადის ლიკვიდაციას აპირებდა. თუმცა საქმეში ერთადერთ მტკიცებულებად ირანის დაზვერვის წერილი და ირანის მოქალაქეების ჩვენებაა."მთავარ არხთან" ინტერვიუში ამერიკელი უფლებადამცველი საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს და აცხადებს, რომ პროკურატურა საქმის მასალებს აყალბებს და ალი რეზას უკანონო პატიმრობას აგრძლებს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ირანის პოლიტიკურ მსხვერპლად ასახელებს და დარწმუნებულია, რომ ოფიციალური თეირანის მოთხოვნა საქართველოში გიორგი გახარიას ხელით შესრულდა.
[media=
]