"ქრონიკა +" - ის რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ღარიბაშვილი ბრუნდება ერთადერთი ნიშნით - მან ხელი მოაწერა ენმ-ს ოფისზე შტურმს და ნიკა მელიას დაკავებას."ეს ნიშნავს იმას, რომ დაბრუნდება ყველაფერი ცუდი, რაც ჩვენ ვნახეთ 9 წლის განმავლობაში. თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, ცოცხები, კვერცხები ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან, ის ერთადერთი ნიშნით არის დაბრუნებული - ხელი მოაწერა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმს და ნიკა მელიას დაკავების აღსრულებას", - ამბობს კილაძე.