„დიახ, იყო ომი, მაგრამ ჩვენს ისტორიაში ბევრი იყო შემთხვევა, როდესაც მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ინტერვენცია. ასევე აფხაზეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენცია… მსგავსი რამ სხვაგანაც ბევრგან მმხდარა. თუნდაც ევროპაში, ქვეყნები იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, იყო სისხლიანი ომები, თუმცა დღეს ისინი მეგობრულად ცხოვრობენ და ვითარდებიან… მუდმივად მტრობით ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენს ისტორიას არ უნდა ვივიწყებდეთ – დიახ, იყო ომი და ყველამ უკვე კარგად ვიცით, ვინ იყო ამაში დამნაშავე. როგორ მოხდა.. მაგრამ ეს ფურცელი უკვე გადაშლილია. უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს ბავშვებზე. არ უნდა ვზარდოთ ახალგაზრდა თაობის სიძულვილში – ეს ანადგურებს ახალგაზრდების სულებს. ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა. ამიტომ,უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ჩამოვაყალიბოთ მეგობრული ურთიერთობები” – აღნიშნა მან.
ამასთან, სერგეი შამბამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად საჭიროა თბილისთან დიალოგის დაწყება და საწყის ეტაპზე სახალხო დიპლომატიის გააქტიურების ინიციტიავიით გამოვიდა.