ყველას ნახვა

ახლახანს ხდება ცნობილი სკანდალური დახურული თათბირის დეტალები შენობის შტურმით აღება... ცრემლსადები გაზი...

ახლახანს ხდება ცნობილი სკანდალური დახურული თათბირის დეტალები შენობის შტურმით აღება... ცრემლსადები გაზი...
"სიტუაცია სრულიად ნათელია - ქართულ საზოგადოებასა და მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას არ სურს რეპრესიები, არ სურს ძალადობის ხილვა. ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოებუს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, გადასული არიან თავდაცვის რეჟიმზე, ამიტომ, ივანიშვილს არანაირი რესურსი არ აქვს, ღარიბაშვილის ხელით იქნება ეს თუ სხვა ვინმეს დახმარებით, რაიმე სახის ძალისმიერი ქმედება განახორციელოს. ნიკა მელიას დაკავებას ისინი ენმ-ს ოფისში ვერ შეძლებენ. ჩვენ ისე, როგორც არასდროს, განწყობილი ვართ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ ის ერთიანი ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა საერთო იდეის გარშემო, ეს არის ქართველი ხალხისთვის არჩევანის უფლების დაბრუნება, შესაბამისად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.2012 წელს, როდესაც ისინი მოდიოდნენ ხელისუფლებაში, პუტინმა გამოგვიცხადა, რომ თუ ისინი არ გაიმარჯვებენ, ის შემოვა და აიღებს თბილისს. ძალიან კარგად გვახსოვს, მათ ჩაატარეს სამხედრო სწავლებები "კავკასი 2012", რომლის მთავარი დადგენილება იყო ის, რომ თუ ქართული ოცნება არ გაიმარჯვებდა, შემოვიდოდნენ თბილისში და დაამყარებდნენ რუსულ წესრიგს. ეს არის რუსეთის გავლენებით მოსული ძალა და ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელმაც რუსეთს გადასცა ყველა სამხედროს პირადი მონაცემი, რომელიც 2008 წელს რუსული აგრესიისგან იცავდა ქვეყანას. ეს არის ადამიანი, რომელმაც სათითაოდ გადასცა ყველა სპეცრაზმელის სახელი და გვარი, რომელიც სათითაოდ გაანადგურეს, ეს არის ის ღარიბაშვილი, რომელმაც გადასცა სიები ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლების რუსეთში და ისინი დაკავებულები იქნენ, ეს არის ის ღარიბაშვილი, რომელმაც წითელაშვილი შეიყვანა იმ ფორტიფიკაციულ ნაგებობებში, რომელსაც ჩვენ 2008 წლის შემდეგ გასაიდუმლოებულად ვაგებდით თბილისის გარშემო მთებში და უამრავი ფული დაიხარჯა და იქ ღარიბაშვილმა რუსეთის მთავარი აგენტი წითელაშვილი შეიყვანა და საშუალება მისცა, გადაეღო ყველაფერი. ღარიბაშვილი პირდაპირ შემჩნეულია საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებში.
ოცნებას რამდენიმე დღის წინ განზრახული ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ოფისის შტურმით აღება, მათ თათბირი ჰქონდათ გომელაურის კაბინეტში, სადაც გომელაურმა იკითხა, იქნებოდა თუ არა მსხვერპლი და დაუდასტურეს, რომ მსხვერპლი დიდძალი იქნებოდა. მან აღნიშნული მოახსენა გახარიას, რადგან ისინი აპირებდნენ დახურულ შენობაში გაზის გამოყენებას, რაც ავტომატურად მსხვერპლს ნიშნავს, რადგან იქ ახალგაზრდების გარდა უამრავი ხნიერი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი შენობის შტურმს უკანა მხრიდან აპირებდნენ, შენობის შემტვრევასა და გაზის გამოყენებით მესამე სართულზე ასვლას აპირებდნენ, რის შედეგადაც ნიკა მელიას დააკავებდნენ. ისინი ამ მსხვერპლზე მიდიოდნენ, გახარიას უკან რომ არ დაეხია. მან საკუარ თავზე ეს პასუხისმგებლობა არ აიღო. ამის შემდეგ გახარიას ნაცვლად ივანიშვილმა ყველაზე უსინდისო ადამიანი აირჩია, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. ისინი კვლავ გეგმავენ ასეთ დანაშაულებრივ ქმედებას, მაგრამ ამის ფიზიკური ძალა არ ეყოფათ" - განაცხადა სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე