ამ დროს აეროპორტში ინციდენტიც მოხდა. სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და მისი პრეზიდენტობის უმძიმესი წლები შეახსენეს. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტმა სტატუსი და ვიდეო პირად გვერდზე გამოაქვეყნა და თქვა, რომ პროვოკაცია მოუწყვეს და რეალურად მის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ, თუმცა ამ სტატუსში არაფერი უთქვამს იმის შესახებ თუ რატომ და როგორ აღმოჩნდა ის სტამბოლის აეროპორტში ლიეტუველ დეპუტატებთან ერთად, რომლებიც ახლა საქართველოში მესამე სექტორთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავენ - თბილისში ჩამოსულების პირველი გაჩერება კი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი იყო.თავად პავილიონისმა კი სააკაშვილთან შეხვედრა კომენტარის გაკეთება არ ისურვა
[media=
]