ბიძინა ივანიშვილის და პატრიარქის ილია მეორეს საუბრის შესახებ საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ივანიშვილის თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას. ფონდი ქართუ და სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს მდგომარეობა, რაც ეხლა ქვეყანაშია შექმნილი ზურგზე უფრო მეტად ტვირთად არ დააწვეს ჩვენს მოსახლეობასს.