”გამაგრდი, შვილო! ნიკა ვაჟკაცი და გმირია ნამდვილად. ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი იქ იყო მის გვერდით. ნიკამ შეუძლებელი შეძლო, გააერთიანა მთელი ოპოზიცია, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები. მისი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის ნიკათი მე და მისი შვილი.” – ამბობს ანზორ მელია ”ამბებთან” მიცემულ ინტერვიუში.შეგახსენებთ, ნიკა მელია ცოტახნის წინ დააკავეს. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.