ინგა გრიგოლია „იმედში“ მუშაობის პერიოდს იხსენებს: „მარგველას რომ დაუპირისპირდა ბიძინა, „იმედზე“ ვმუშაობდი და ინტერაქტივი გამოვიტანეთ, ვინაა მართალიო. დაჯდა მარგველას სასარგებლო პასუხი და შუა გადაცემაში ჯერ ჩემს პროდუისერებს ურეკავს მაშინდელი უმწეო დირექტორი, გიორგი ბახტაძე, გამოაცხადოს, რომ ბიძინას ხაზი დაზიანებულია და იმიტომაა დაბალი მისი პროცენტიო, პროდიუსერებთან რომ ვერაფერს გახდა, მერე მე დამირეკა და დავიფრინე. მერე, მალევე, მე დამიფრინეს „იმედიდან“. ჰოდა, რამ გამახსენა ეს ისტორია და „იმედის“ დღევანდელი ინტერაქტივის ფოტოებმა. ისტორია ჩემს ინტერაქტივზე რომ ასე იყო (უფრო მძიმე ფორმებშიც,მ აგრამ დაღლილი ვარ და ვრცლად წერა მეზარება), აგერ არიან ცოცხალი მოწმეები, ჩემი ყოფილი პროდიუსერები, სოფო ხუციშვილი და ვახო ხუზმიაშვილი“.