სააკაშვილი საერთოდ არ მიხსენოთ, მე, მას ადამიანსაც კი ვერ ვუწოდებ ეს არის რაღაც გაუგებარი წარმონაქმნი”- ასე უპასუხა მსახიობმა თათული დოლიძემ ჟურნალისტის კითხვას მიხეილ სააკაშვილის შესახებ.“შეუძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანი ამ პროცესებში იყოს ნეიტრალური და როგორ შეიძლება ნეიტრალური იყო ბოროტი ძალის მიმართ? როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ის, რაც მათ ჩაიდინეს, ან დღეს რასაც სჩადიან?”- ამბობს მსახიობი.