არჩევნებად მონათლულმა სუს-ის ამ სპეცოპერაციამ, საქართველოს ყველა მოაზროვნე მოქალაქე დაარწმუნა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ასე გარდაუვალია – უარესი სიღატაკე, უარესი განუკითხაობა, უარესი შეურაცხყოფა.ჩვენს ხალხს არ დაუმსახურებია იცხოვროს ისეთ გაჭირვებასა და უუფლებობაში, როგორიც ვნახეთ ზუგდიდში და რაც არის მთელს საქართველოში. მოთმინების ფიალა ივსება. უკვე იგრძნობა, რომ ხალხი უფრო და უფრო ძლიერი საპროტესტო ხმით დაიცავს საკუთარ უფლებებს. ამის ნიშნებს ვხედავთ ყველგან.მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად. მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს! - წერს სანდრა რულოვსი
არქივიდან