"გამოხვალთ და გამოვალთ!
Იმდენი ვართ, ვერ დაგვთვლით და ზოგიერთ ქოცსაც მიგაყოლებთ!", - წერს მოროშკინა.
ვიწრო პარტიული აქტივის გარდა, ვინ დგას იქ? ის 27 პროცენტი, რაც აიღეს, მხოლოდ ის ჰყავთ. მაგრამ ის ხალხიც არ გამოდის.
ალბათ, 500 ათასმა მისცა ხმა ნამდვილად, მაგრამ სად არის ის ხალხი? მე ვერ ვხედავ. მე ვხედავ რაიონებიდან ჩამოყვანილ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ვუთანაგრძნობ. გაჭირვებულ ხალხს 20-20 ლარიანი “პადაჩკებისთვის” (ბოდიში სიტყვისთვის) რომ ჰყავთ ჩამოყვანილი.
თბილისიდან ის ხალხი გამოდის, ვინც ამ პისისხლიანი რეჟიმის დროს თავს კარგად გრძნობდა. თავიანთი კომპლექსები დაკმაყოფილებული ჰქონდათ ხალხის წამებით, ხოცვით, ცემა-ტყეპით და წართმევით. აი, ეს ხალხი დგას ისევ ქუჩაში და ისევ უნდათ ისინი. მე ტრაგედიად მიმაჩნია, რომ იმ 500 ათას ადამიანს ისევ იმ სადისტი ხელისუფლების უკან მობრუნება რომ უნდა. ამ ხალხის არსებობა უფრო ტრაგედიაა ჩემთვის, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის”.
ძალიან დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, ვინ უნდათ და ვის აძლევენ ხმას. ის მოცეკვავე ბავშვები, ვინც პარლამენტის წინ დგანან, მართლა ვერ აცნობიერებებენ რა უნდათ. წინადადებას ვერ აყალიბებენ, რისთვის არიან მისულები. მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე მიმდინარე მოვლენებს აფასებს. იხსენებს დროს, როდესაც თვითონ იდგა საპროტესტო აქციაზე და შედარებას აკეთებს. დასძენს, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც აქციებზე თავისუფლებას მოითხოვენ, არ იციან რას აპროტესტებენ მათგან განსხვავებით, ვინც 12-15 წლის წინ აპროტესტებდა ხელისუფლებას.