მან ასევე აღნიშნა, რომ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორის სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს.
„სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიდის განხილვა სანქციების დაწესების შესახებ.
არსებობს ორი ვარიანტი: პირველი - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს;
მეორე - შეზღუდვა მოგზაურობაზე.
თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ.
ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. ვფიქრობ, რომ ეს ივანიშვილს უნდა აღელვებდეს.
ასეთი სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი და ჩვენ არ ვსაუბრობთ მთელი საქართველოს საზოგადოებისა და მთელი მთავრობისთვის სანქციების დაწესებაზე“, - განცხადა კრის სოჩამ.
[media=]