ვერანდაზე მმართველი გუნდის წევრები დღის მთავარ მოვლენებს ანგუსის სტეიკისა და ბარბექიუს მოლოდინში განიხილავენ.
დაძაბული დღის კვალი არც მასპინძელსა და არც VIP სტუმრებს ეტყობათ. "შაბათის მთავარის" კამერას აქ ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. დაბნეულმა დაცვამ "მთავარის" გადამღებ ჯგუფს ჭიშკარი დიდი მოწიწებით გაუღო და კამერის თვალწინ ის პარალელური სამყარო ჩანდა, სადაც "ქართული ოცნების" ელიტა გრანდიოზული წვეულებით აღნიშნავდა შტურმს - მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე.
პანორამული ვიტრაჟიდან კარგად ჩანდნენ წვეულების საპატიო სტუმრები, მომსახურე პერსონალი და მომღერლებიც - განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად.
დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენის შემდეგ დაცვამ ახალი დავალება - ოპერატორზე ძალადობა მიიღო.
მიწვეული სტუმრებიდან უხერხულობა პირველმა, დედაქალაქის მერმა იგრძნო. კახა კალაძემ შაბათის მთავარის გადამღები ჯგუფის მისვლისთანავე წვეულება მეუღლესთან ერთად დატოვა.
ვიდეო იხ აქ