ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და უახლოეს მომავალში მორიგ სამთავრობო ცვლილებას აანონსებს. კილაძის თქმით, ამჯერად, საქმე ირაკლი ღარიბაშვილს ეხება, რომლის პრემიერ - მინისტრის რანგში კვლავ უკან დაბრუნებამ და სიხისტემ მისივე თქმით, სახელისუფლებო გუნდს მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა, როგორც გაზეთ ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორი აცხადებს, მისი იმ ადამიანით შეცვლა იგეგმება ვისაც ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე ხშირად აქვს წვდომა: "გუნდმა" ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა რომ მისმა დაბრუნებამ და სიხისტემ პრობლემები გაათმაგა და უნდა წავიდეს ! ღარიბაშვილმა გაჭედა - ორდღიანი პრემიერი ხომ არ ვიქნებიო. პრემიერად ის კაცი განიხილება, ვინც ბიძინას ურეკავს!" - წერს ელისო კილაძე. როგორც აღნიშნული ფეისბუქსტატუსის ქვემოთ კომენტარებიდან ირკვევა საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.