ამაზე ბობოხიძე აღშფოთდა და ჩარკვიანს უთხრა, რა გააწყალეთ ამ წამოძახებებით გული, ბიძინა თქვენი მოთრეულიაო.
ორივე ისე კიოდა, მათმა ხმამ სტუდიაში შესული გიგა ბოკერიას ყურამდე მიაღწია.
ბოკერია იქედან გაცეცხლებული გამოვარდა და ჩარკვიანს უკივლა, მიშა არ გაღიზიანებს და ჩვენ რას გვერჩიო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბოკერიამ ისე მოქაჩა ხელზე ჩარკვიანს, რომ კინაღამ პიჯაკი შემოახია. ამან ჩარკვიანი გადარია. მან ბოკერიას ყვირილი დაუწყო: მაგ ტონალობით შენ შიზოიდ ცოლს ელაპარაკე, ყველაფერს გავაკეთებ რომ ხელისუფლებაში ვერ მოხვიდეთო.
დამატებითი გართულებების თავიდან ასაცილებლად ტვ პირველის თანამშროლლებმა ჩარკვიანი სტუდიაში გააქანეს. ბოკერიამ კი გინებით დატოვა ტელევიზია.
წყარო