ქალბატონი ამერიკის ელჩი კელლი დეგნანი თუ თავს ამდენის უფლებას აძლევს , რომ ვახო სანაიას საქმეზე რეკომენდაციები გასცეს, იქნებ კეთილი ინებოს და ნიკა გვარამიას დანარტყამი , დალურჯებული და ნაგინები ქალბატონი ნავერიანის საქმეშიც ჩაერიოს და ურჩიოს პროკურატურას, რომ ეს საქმეც მიიღონ წარმოებაში და ამ დაუცველ ქალბატონსაც , რომელსაც არც “სახალხო ომბუდსმენმა” მიაქცია ყურადღება, არც “ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა” ეღირსოს მართმსაჯულება და თუნდაც ბოდიში მოუხადონ ფიზიკური და მორალური ზიანისთვის!..
და ზოგადად, ნუ მოითხოვთ, რომ კანონზე მაღლა დავაყენოთ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, მით უმეტეს ისეთები, რომლებიც არ გვაკლებენ ტყუილებს, ცილისწამებას… ასევე, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას ხშირად გვაყენებენ ტელე-ეთერებიდან , ათასი უზნეობის ჩადენისკენ , ქვეყანაში არეულობების მოწყობისკენ უბიძგებენ ახალგაზრდებს…
არაფრით აღემატებიან ჩვეულებრივ მოკვდავებს და კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, ყოველგვარი სეგრეგაციის გარეშე!..”