„სააკაშვილი მართლა რომ აპირებდეს ჩამოსვლას, აქამდე ჩამოვიდოდა, სასამართლოს წინაშე წარდგებოდა და ბრალდებებს, თუ ისინი უსაფუძვლოა, გააქარწყლებდა. არ მჯერა, რომ დაბრუნდება“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ლელოს აქვს მკაფიო ხაზი – ქვეყანას კოალიციური მთავრობა სჭირდება. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერც „ნაციონალების“ მხარდამჭერებს გავაქრობთ და ვერც „ქართული ოცნების“. ჩვენ გვჭირდება ისეთი პარლამენტი, სადაც იქნება კოალიცია და არავის ექნება ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის შესაძლებლობა.
თუ ამაზე არ შევთანხმდით, სულ ასეთ გაუგებრობაში ვიქნებით. რევანში უნდა დამთავრდეს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.