მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ არ შემეძლო არც ლაპარაკი და არც საჭმლის მიღება. მთელი სხეული განიცდიდა ამ მდგომარეობას. შეიძლება თქვენც გაქვთ ეს, შეიძლება იყოს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ. ეს არის მოვლენა და იმისთვისაა წმინდა მოვლენა, რომ სრულიად განამტკიცოს ადამიანი ღმერთმა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები, რომ არ ყოფილიყო მე ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რომელიც მე გამოვიარე,” – განაცხადა ილია მეორემ