პრემიერის თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამის განხორციელება საქართველოში 3 წელიწადში დაიწყება.
"ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური პროგრამა – მიწის სისტემური რეგისტრაცია, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება,"- განაცხადა პრემიერმა.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქედაში არის გარკვეული პრობლემები, როგორიცაა წაყალმომარაგება, გაზიფიცირება, გზების რეაბილიტაცია, რაც აუცილებლად მოგვარდება. ასევე განაცხადა, რომ ხელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით დაუდგება, ვიდრე ის ძლიერი ფერმერი არ გახდება.