"ახალციხის კლინიკაში მეუღლე რომ მივიდა, მეგის ზეწარი ჰქონდა გადაფარებული... ის ფიქრობს, რომ იქიდანვე გარდაცვლილი წამოიყვანეს" - ექთნის ბიძა გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახი გამოძიებას ითხოვს. როგორც მეგი ბარბაქაძის ბიძამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უნდა დამტკიცდეს, რა მოხდა სინამდვილეში. ტარიელ ბაქრაძის თქმით, ექთნის მეუღლე ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ქალი ახალციხის კლინიკიდან უკვე გარდაცვლილი იყო. "რაც მოხდა ეს არ უნდა მომხდარიყო. შევეცდებით ჩვენი ძალებით სამართლებრივად ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ. ჯერ გამომძიებლები არც მინახია. ჩვენ აყვანილი გვყავს ადვოკატი, რომელიც ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება. აქ ჩვენი პოზიცია ასეთია - იქ მოხდა დაუდევრობა, არასწორი მოქმედება აცრასთან დაკავშირებით. ჩვენ პოლიტიკაში არ ჩავერებით, ჩვენ ამ საქმის სამართლებრივი საქმე არ გვაინტერესებს. უნდა დამტკიცდეს, რა მოხდა სინამდვილეში. მეუღლე, რომ მივიდა გოგონა იწვა ისე, რომ გადაფარებული ჰქონდა ზეწარი და არავინ ახლოს არ იყო. მეუღლე ფიქრობს, რომ იქიდანვე გარდაცვლილი წამოიყვანეს" - ამბობს ექთნის ბიძა. ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.[media=
]
წყარო : Ambebi.ge