თუმცა არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ, აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის და იმისათვის, რომ რესურსი გამოვიყენოთ დროულად, სწრაფად და ეფექტურად", — განაცხადა წაქაძემ.
ამ ინიციატივით წაქაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა. დავითაშვილი დღეს, მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.
აღსანიშნავია, რომ ამავე სესიაზე, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიწის პრივატიზაციაზე ისაუბრა და დავითაშვილს ჰკითხა, რატომ არ უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსახლეობისთვის გადაცემას.