"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს:
ჯერ ერთი გაუგებარია რატომ 43% და რატოა არა 50%? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა?ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ის სთავაზობს ვარიანტს, რომელიც კოსოვოში, ალბანეთში, უკრაინასა და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.
მეორე კითხვა, რომელიც მაქვს, ეს უნდა დავუსვათ ჩვენ თავს ყველა ჩვენგანმა - ვთქვათ, 43%, ვინ უნდა დაითვალოს, ისევ ჟვანიამ?" ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
უფრო კონკრეტულად:
საარჩევნო კომისიის წევრებს, პროკურორებს, მოსამართლეებს არჩევს პარიტეტული კომისია, რომლის 3 წევრს ნიშნავს დასავლეთი (საერთაშორისო პარტნიორები), 3 წევრს ხელისუფლება, სამს კი ოპოზიცია.
"თუ ეს ასე იქნება, მივიღებთ ხალხს ცესკო-ში, რომელიც ობიექტურად დაითვლის ხმებს"- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.