ყველას ნახვა

სასწრაფოდ! მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება: "თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს"

სასწრაფოდ! მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება: "თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს"
"12 წლი­დან შენ მოგ­დევ, უფა­ლოო" - უთხრა უფალს და მა­ცხოვ­რის ხატს მო­ე­ფე­რა. მერე ღამე იყო, მე­ო­რე დღის 4 სა­ა­თამ­დე გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბით სავ­სე. მერე ხმა­უ­რით და­ი­წყო სუნ­თქვა. დე­დას უხ­მობ­და . . . მერე სუ­ლის გას­ვლის ლოც­ვე­ბი წა­უ­კი­თხეს. აღა­რა­ფერს ამ­ბობ­და, მხო­ლოდ თვალ­მო­უ­შო­რებ­ლად შეს­ცქე­რო­და წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატს. ლოც­ვის დამ­თავ­რე­ბი­სას გა­ი­ღი­მა და სული გა­ნუ­ტე­ვა. და, რად­გა­ნაც 2 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა, სწო­რედ ეს დღე და­ა­წე­სა ქარ­თულ­მა ეკ­ლე­სი­ამ მამა გაბ­რი­ე­ლის ხსე­ნე­ბის დღედ, რო­დე­საც იგი წმინ­დან­თა დას­ში შე­რა­ცხა და წმინ­და ღირ­სი მამა გაბ­რი­ე­ლი, აღმსა­რე­ბე­ლი და სა­ლო­სი, უწო­და.ეს მისი 66-წლი­ა­ნი მი­წი­ე­რი, ბრძო­ლე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბის და­სას­რუ­ლი და ზე­ცი­ურ, მო­ზე­ი­მე ეკ­ლე­სი­ას­თან შე­ერ­თე­ბის დღე და სა­ა­თი იყო.მა­შინ და­ი­ბა­და, რო­დე­საც საბ­ჭო­თა ტე­რო­რი და ათე­იზ­მი სულ­სა და სხე­ულს ერ­თნა­ი­რად უმა­ხინ­ჯებ­და ადა­მი­ან­საც და ერ­საც. იქ, იმ სი­მა­ხინ­ჯე­ში შე­იც­ნო ღმერ­თი - აბ­სო­ლუ­ტუ­რი, სრულ­ყო­ფი­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბა. ჯერ კი­დევ პა­ტა­რა, კენ­ჭე­ბი­სა­გან პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ებს აგებ­და და შიგ ასან­თის ღე­რებს ან­თებ­და.

7 წლის იყო, რო­დე­საც მე­ზობ­ლე­ბის ჩხუბს შე­ეს­წრო და ისიც გა­ი­გო, ერ­თმა მე­ო­რე რომ უთხრა-რა ჯვარს მაც­ვი ქრის­ტე­სა­ვი­თო. იმ მე­ზო­ბელს ჰკი­თხა, რას ამ­ბო­ბო, მან კი­დევ ეკ­ლე­სი­ი­სა­კენ მი­უ­თი­თა. ტა­ძარ­ში რომ შე­ვი­და და ჯვარ­ცმა და­ი­ნა­ხა, ფე­ხებ­ზე მო­ეხ­ვია ქრის­ტეს და ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და ღა­პა­ღუ­პით, ასე რო­გორ გა­გი­მე­ტე­სო. მერე ეკ­ლე­სი­ის და­რაჯს უთხრა, ვინ იყო, მი­თხა­რიო. და­რაჯ­მა კი უთხრა, მის ცხოვ­რე­ბა­ზე წიგ­ნია და­წე­რი­ლი და "სა­ხა­რე­ბა" ჰქვი­აო. პა­ტა­რა ვა­სი­კომ ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო წიგ­ნის სა­ყიდ­ლად, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­ნე­თის მოგ­რო­ვე­ბა შეძ­ლო. ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში წა­ვი­და, სა­დაც სახ­ლი­დან გა­მო­ტა­ნილ ნივ­თებს ყი­დიდ­ნენ. სწო­რედ იქ შე­ი­ძი­ნა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხე­ლი­დან, სა­ხა­რე­ბა და მას შემ­დეგ ეს სა­ო­ცა­რი წიგ­ნი მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუყ­რე­ლი თა­ნამ­გზავ­რი გახ­და: გა­მუდ­მე­ბით კი­თხუ­ლობ­და, მას­ზე ფიქ­რობ­და, ქა­და­გებ­და . . .
12 წლი­სას უკვე სას­წა­ულ­მოქ­მე­დე­ბი­სა და საღ­მრთო გა­მო­ცხა­დე­ბის ნიჭი მი­ე­მად­ლა: მე­ზო­ბე­ლი იხ­სე­ნებ­და "ბი­ძა­ჩემს სა­ო­ცა­რი ღო­ნის გამო "მუ­ხას" ეძახ­დნენ. ერთხელ სახ­ლში გა­ო­ცე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და " წმინ­და გი­ორ­გის დან­გრე­ულ ეკ­ლე­სი­ას­თან რომ გა­მო­ვი­ა­რე, და­ვი­ნა­ხე, ვა­სი­კო რო­გორ ასუფ­თა­ვებ­და დიდი ლო­დე­ბი­სა­გან ტა­ძარ­სო. რომ შე­მამ­ჩნია, მი­თხრა, მუხა ძია, მოდი, თუ შეძ­ლებ, ეს ლოდი ას­წი­ეო. რამ­დე­ნი ვე­ცა­დე, ძვრაც ვერ ვუ­ყა­ვიო. ვა­სი­კომ კიდე - ქრის­ტეს სა­ხე­ლი­თო - თქვა, ას­წია და გა­რეთ გა­ტა­ნილ ლო­დებ­თან და­დოო". 12 წლი­სას დე­დამ სა­ხა­რე­ბა სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­უგ­დო. ვა­სი­კომ მა­შინ­ვე ამო­ი­ღო წიგ­ნი, გაწ­მინ­და და. . . სახ­ლი­დან წა­ვი­და. მან უკვე იცო­და, რომ მისი ჯვა­რი ქრის­ტეს თავ­და­უ­ზო­გავ მსა­ხუ­რე­ბას აკის­რებ­და.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე