რათქმაუნდა, ნავთობის ფასების ზრდამ ასახვა ჰპოვა ნავთობპროდუქტების ფასების მატებაზე საერთაშორისო ბაზარზე. საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს ამის შესახებ ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BMG-სთან საუბრისას განაცადა.