ძალიანი იშვიათია, როცა ნათლია მამაშენს მოსაკლავად დასდევს (იხ. ვიდეო) მიშას ჩემთვის პატიები არ უთხოვია ის დამნაშავეა
კობა დავითაშვილის ვაჟი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ნათლიამისმა სააკაშვილმა მის ოჯახს დიდი ტრავმა მიაყენა და მძიმე „ბავშვობა“ აჩუქა.
„ნათლიაჩემმა ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრავმა მიაყენა და ძალიან მძიმე ბავშვობა „მაჩუქა“. ძალიან რთულია ჩემთვის ნათლიაჩემზე საუბარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამართლებრივ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ემოციებზე მაღლა დგას ფაქტები და კანონი. შესაბამისად, საქართველოს აქვს კანონმდებლობა რომლის მიხედვით უნდა ხდებოდეს მოქმედება“, - აღნიშნა თორნიკე დავითაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.