ყველას ნახვა

სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი - "ყველას, ვისაც გაქვთ "ჯიპიაი"-ს დაზღვევა, მაქსიმალურად გაერკვიეთ თქვენ გატყუებენ?!"

სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი - "ყველას, ვისაც გაქვთ "ჯიპიაი"-ს დაზღვევა, მაქსიმალურად გაერკვიეთ თქვენ გატყუებენ?!"
მეგობრებო, ნათესავებო, თანამშრომლებო, თუ უბრალოდ ნაცნობებო. პირველად ვწერ მსგავს პოსტს. მინდა გაგიზიაროთ ჩემი შემთხვევა, რადგან იყოთ ფრთხილად ვისაც გაქვთ ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding -ის დაზღვევა. ახლახანს დედას დასჭირდა სასწრაფო გადაუდებელი (!) ოპერაცია. მარტივი ენით რომ ავხსნათ, ნაწლავი იყო გახვრეტილი და ქირურგიული ჩარევის გარეშე ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდებოდა. ოპერაცია, რეაბილიტაცია, გამოკვლევები და ა.შ. ყველაფერი ჩაუტარდა ბოჭორიშვილის კლინიკა • Bochorishvili Clinic კლინიკაში და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგვიმართლა ლოკაციაში, რადგან ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ინფექციური და ქირურგიული - მხოლოდ ამ ორ განყოფილებასთან გვქონდა შეხება. დარწმუნებული ვარ სხვა განყოფილებებიც ანალოგიურიურად მოწესრიგებული იქნება, მაგრამ მხოლოდ იმას ავღნიშნავ, რასთანაც ჩვენ გვქონდა შეხება. მიზეზს ვერ მოუძებნი, დაწყებული ექიმებით და მათი პროფესიონალიზმით, დამთავრებული სანიტრებით. ფაქტიურად დედა გადამირჩინეს, რაზეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მთელ კლინიკას. რაც შეეხება "ჯიპიაი"-ს სადაზღვევო კომპანიას. ოპერაციის ნაწილი დააფინანსა სახელმწიფომ, ხოლო დარჩენილი თანხა 1700 ლარამდე გადაიგზავნა „ჯიპიაი“-ს სადაზღვეოში, სადაც აღნიშნული ჩათვალეს არა გადაუდებლად, არამედ გეგმიურ ოპერაციად, რადგან პაციენტის სიცოცხლეს 24 საათის განმავლობაში საფრთხე არ ემუქრებოდა, ეს იყო მათი ლოგიკით გეგმიური(!) ოპერაცია, რაც ალოგიკურია.

როგორ შეიძლება ადამიანმა დაგეგმო ნაწლავის გახვრეტა მართლა ვერ ვხვდები... ანაზღაურებენ დაახლოებით მხოლოდ 25%-ს. ანუ 25 საათში თუ კვდება ადამიანი, ესეიგი გადაუდებელი არ არის და ამ ლოგიკით ჩვენ უნდა დავლოდებოდით ნაწლავის, უხეშად რომ ვთქვათ, გასკდომას და უკვე როცა საეჭვოა პაციენტის გადარჩენა, მხოლოდ ამ შემთხვევაში აფინანსებს აღნიშნული სადაზღვევო ოპერაციას სრულად. ამას გასაუბრებისას არავინ გიხსნის, რაც წერია ხელშეკრულების რომელიღაც გვერდზე, რომელსაც დაზღვეული არ დაუწყებს ძებნას, რადგან გასაუბრებისას ლამაზად გატყუებენ, რომ ყველაფერს აანაზღაურებენ. სადაზღვევო ბარათზე კი წერია შემდეგი: "გადაუდებელი შემთხვევა 100%" + რაღაც კონკრეტული ლიმიტი (თითოეული ინდივიდუალური პაკეტიდან გამომდინარე). დედა დაზღვეულია „ჯიპიაი“-ში მგონი ზოგადად სადაზღვევო სისტემის საქართველოში დანერგვის მომენტიდან და მსგავსი შემთხვევა პირველად გვაქვს. ანუ ლიმიტი (ქირურგიული ჩარევის) ფაქტიურად არ გამოუყენებია არასდროს! ერთადერთი შემთხვევა იყო და ისიც კლინიკა კურაციო - Curatio Clinic -ს არაპროფესიონალი ექიმის გამო, რომელმაც დამატებითი გამოკვლევა არ ჩათვალა საჭიროდ, როცა თირკმლის მწვავე ანთება ქონდა და დაუნიშნა რაღაც 40 თეთრიანი პრეპარატი. ოჯახში არცერთს არ გვაქვს სამედიცინო განათლება და ექიმის დანიშნულებას ბრმად ვენდობით, რადგან, წესით და რიგით, ჩვენზე უკეთ უნდა იცოდეს. ამ შემთხვევაშიც კი გამოვიდნენ ტომოგრაფიის "ჟმოტები"! რამოდენიმე თვით ადრე, როცა კლინიკაში მივედით კვლევაზე, ძალიან პრიმიტიული მკურნალობა დაუნიშნეს. ტომოგრაფია და ზოგადად ყველა საჭირო გამოკვლევა რომ ჩაეტარებინათ და თავის დროზე დაესვათ დიაგნოზი, დედას არ დასჭირდებოდა ოპერაცია და მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა იქნებოდა საკმარისი.

ასევე, დედას მეორე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს 2 თვეში (ამჯერად გეგმიური) და ნუ ეგ ცალკე ომი მომიწევს სადაზღვევოსთან, რომ რაღაც ნაწილი მაინც აანაზღაუროს (ანუ როგორც გვეკუთვნის სადაზღვევო პაკეტის მიხედვით, ზედმეტს არავინ ითხოვს!!). აქ არ არის საუბარი თანხაზე, აქ არის საუბარი უ ს ა მ ა რ თ ლ ო ბ ა ზ ე!!! იდეაში არავინ ვართ დაზღვეული ისე, როგორც ჩვენ "გვიხატავენ". ამ შემთხვევაში უბრალოდ სიტყვების და ტერმინების თამაშია (გადაუდებელი, გეგმიური, და ა.შ.) დღევანდელი ჩვენი სიტუაცია. ყველას, ვისაც გაქვთ "ჯიპიაი"-ს დაზღვევა, ღმერთმა არასდროს დაგაჭირვოთ გამოყენება, მაგრამ თუ გინდათ, რომ დაზღვეული იყოთ ისე, როგორც ფურცელზე წერია, გადარეკეთ, გადაამოწმეთ და ჩაეძიეთ აბსოლუტურად ყველა ტერმინში!!! რომ არ აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში.
[media=]
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე