ყველას ნახვა

ინფორმაცია იმ ბავშვის მშობლებს ვისაც არ ჩაერიცხა 200 ლარიანი დახმარება ვისი პირადი ნომერიც შვილის დაბადების მოწმობაში არ წერია

ინფორმაცია იმ ბავშვის მშობლებს ვისაც არ ჩაერიცხა 200 ლარიანი დახმარება ვისი პირადი ნომერიც შვილის დაბადების მოწმობაში არ წერია
0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ გარკვეულ ხარვეზებს აწყდებიან.
 
მაგალითისთვის, მოზარდების დაბადების მოწმობებში, რომლებიც 2003 წელს დაიბადნენ, მშობლის პირადი ნომერი არ წერია. ეს კი გარკვეულ შეფერხებას იწვევს და მონაცემების დაზუსტებას საჭიროებს.

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ალეკო ვაშალომიძეს ესაუბრა.
 
აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად დარეგისტრიებული ბავშვებიდან პრობლემა 40 000-ს ჰქონდა, ახლა ეს მონაცემები განახევრდა და სამინისტრო პრობლემის აღმოსაფხვრაში 18 150 მშობელს და 22 569 ბავშვს ეხმარება.
 
„იმ შემთხვევაში, თუ პორტალი ვერ ადგენს კანონიერ წარმომადგენელთან, ან ბიოლოგიურ მშობელთან ბავშვის კავშირს, ავტომატურ რეჟიმში განაცხადს ენიჭება სტატუსი – განსახილველი.
 
რის შემდეგაც, სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია ინდივიდუალურად განიხილავს ამ მშობლების მიერ დარეგისტრირებულ განაცხადებს, ადგენს მშობელსა და ბავშვს შორის კავშირს და დადგენის შემდეგ ენიჭება დადებითი სტატუსი, შესაბამისად, ერიცხება თანხა.
იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ წარმოდგენილი პორტალზე ატვირთული ან წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად კვლავ ვერ დგინდება ან საჭიროა რამე დამატებითი საბუთი, რომ დადგინდეს მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის კავშირი, ენიჭება სტატუსი – დასაზუსტებელი.ამ შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი წარმოადგენს კანონიერ დოკუმენტაციას და ამის შემდეგ გაიცემა თანხა.
 
კომისია 9:00-დან 18:00 საათამდე მუშაობს. ყველაფერს ინდივიდუალურად გადიან.  დაზუსტებას რაც შეეხება, ეს უკვე მშობელზე, ან კანონიერ წარმომადგენელზეა დამოკიდებული, როდის წარმოადგენს იმ დოკუმენტს, რაც დასაზუსტებლად აქვს მითითებული“, – განმარტავს ვაშალომიძე.
 
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა