"რა მინდა გკითხოთ, თქვენ საერთოდ ჩაცმის გარდა სხვა რამე გაინტერესებთ?? 4 შვილის დედა ხართ, ქალაქში პატარა ბავშვები დუხჭირი ცხოვრებისთვის თავს იკლავენ, გაქვთ საშუალება, რომ ყველას თუ არა, მაგ ბავშვების 10%-ს დაეხმაროთ და არაფერს ცდილობთ, თქვენი ქმარი 8 წელია სააკაშვილს აგინებს და თვითონ არაფერს აკეთებს, რომ ხალხს დაეხმაროს, არაფერს აკეთებს, რომ მომავალში მაგის გაკეთებული საქმით შვილებმა იამაყონ, სულ ცოტათი მაინც არ გრცხვენიათ?? ნუ გამომიხტებით დამცველები, ეს გოგო მეც მომწონს, მაგრამ მარტო ფიზიკურად და არა როგორც ადამიანი.. :", - წერს ანუკის ერთ-ერთი გამომწერი.
დიზაინერმა კი კომენტარს ასე უპასუხა:
"ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს? ზუსტად, რომ ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია და არ შეუძლია, ქალბატონო ლიკა, რომ მომავალმა თაობამ იამაყოს, მეტად ჩაიხედეთ ხოლმე სანამ რამეს იკითხავთ, 2012 წლიდან მოყოლებული კახას არცერთი თვის ხელფასი არ აუღია და დღემდე ზუსტად რომ ბავშვებს ეხმარება, ასევე მისი მერობის პერიოდში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხდა.
აღარ ვისაუბრებ პირადად რამდენს ეხმარება. ასე რომ, ამ კომენტარს კიდევ უამრავი გაუსაჯაროებელი კეთილი საქმეების გამო ვერ მივიღებ. ძალიან ბევრჯერ, სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან და მადლობას მეუბნებიან, რომ კახამ მათი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა... უამრავ კეთილ და საოცარ ამბავს ვიგებ ხოლმე ადამიანებისგან, რომლებსაც არც კი ვიცნობ...." - წერს ანუკი არეშიძე.