ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსითგარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 22-მდე გაიზრდა.
დღეს კოვიდინფიცირებული2 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ და ქუთაისის „ბომონდის“ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
72 წლის მამაკაცს ინსულტი ჰქონდა. ის სხვა კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს და რესპუბლიკურში მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილ ასაკოვან ქალს, მას რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.