_ ივანიშვილი არ არის პოლიტიზებული და ყოველდღიურ პროცესებში აქტიურად ჩართული. ის ჩუმად არის და ისვენებს. მას პროცესები მინდობილი აქვს სუსტი პარტიისთვის, “ქართული ოცნებისთვის”.
– აქ მისი ბუნების ნაწილი ჩანს. ივანიშვილი ან დარწმუნებულია, რომ მისი პარტია იმარჯვებს, ან არ ადარდებს, რა შედეგი დაიდება. როგორც ჩანს, მას გარანტიები აქვს, თუნდაც თავისი ფულიდან გამომდინარე. თუ ჩაფლავდება “ქართული ოცნება”, ივანიშვილი იტყვის, რომ მას რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. თუ “ქართული ოცნება” ვერ გაუმართლებს ივანიშვილს მოლოდინებს, ეს “ქართული ოცნების” პრობლემაა და არა – ივანიშვილის.
ის არ არის სულელი ადამიანი, საკმაოდ გამჭრიახი გონება აქვს. ის პირველი ხელისუფალია საქართველოში, რომელსაც არსებობის დამოუკიდებელი წყარო აქვს. აქვს თავისი ფული. არა მარტო მას, იგივე, მეორე ფიგურას პარტიაში, როგორიც არის კალაძე. მასაც დამოუკიდებელი წყაროები გააჩნია და მერობა არაა მისი მთავარი ფუნქცია, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელმაც პოლიტიკაში გააკეთა ფული.
– ესენი უკვე დიდი ფულით მოვიდნენ პოლიტიკაში.
– რა თქმა უნდა. პოლიტიკა მათთვის უფრო ჰობია, ვიდრე ფულის კეთების წყარო. ესენი პოლიტიკაში ფულს არ აკეთებენ, ფულით აკეთებენ პოლიტიკას და ამაში დიდი განსხვავებაა. ამიტომ მშვიდად არიან, კრახი რომც მოუვიდეთ, დიდად არ იდარდებენ.
წყარო