“წლების განმავლობაში მე პარლამენტის ტრიბუნიდან ვითხოვდი იმ პერიოდის კომისიის შესწავლას. რა იყო, არჩევნები მოახლოვდა და ახლა გაახსენდა „ქართულ ოცნებას“ დავით გარეჯი?
მე ხასგასმით ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ ალიევი არის გონიერი პრეზიდენტი. საქართველომ და აზერბაიჯანმა უნდა შეინარჩუნონ კეთილმეზუბლური ურთიერთობა, მაგრამ დავით გარეჯი გაყიდა სააკაშვილმა და ამაზე უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი გამოკითხვა. ორი კი არა, 22 კაცი უნდა გახდეს დასაკითხი და დასაჭერი.
დარწუმებული ვარ, არსებობს გარემოებები, რომელთა ირგვლივ გამოძიება მივა კონკრეტულ შედეგამდე. აბსოლუტურად შეიცვალა რეალობა საქართველოს საზიანოდ, როგორც მდინარეები იცვლის ხოლმე კალაპოტს, რატომღაც საქართველოს საზიანოდ. ასე დავკარგეთ ჩვენ ექვსი ჰექტარი საქართველო თურქეთის საზღვარზე. ვითომ მდინარემ შეიცვალა კალაპოტი საქართველოს საზიანოდ. მე მაინტერესებს, ეს მდინარეები საქართველოს სასიკეთოდ რატომ არ იცვლიან კალაპოტს?”- განაცხადა ინაშვილმა.