სოფელ კუჭატანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მაია ბედოიძის განმარტებით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად, დაშავებულები არ არიან.
„დაუსახლებელი ადგილია, სადაც ჩამოვარდა. აფეთქების ხმა გავიგეთ, კვამლი შევამჩნიეთ და მოვედით. არ ვიცით, რა არის. შესაბამისი სამსახურები არიან და არკვევენ“, – განაცხადა მაია ბედოიძემ.
ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
როგორ მოხვდა ჭურვი სოფელში, „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც არკვევს