მისი თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღება.
„შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის, როგორი და ა.შ. იღებს საკოორდინაციო საბჭო. წერტილოვანი შეზღუდვები რა თქმა უნდა, ხორციელდება. რაც შეეხება, ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და იმედი მაქვს, მიღებული იქნება ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე და ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.