“ოცნების” დიდი გულშემატკივარი რეჟისორის გაღიზიანება როგორც ჩანს გუშინ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად საბერძნეთში, ქალაქ ათენში შეკრებილმა ასობით ქართველმა გამოიწვია.
“ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!”-
ასეთი წყევლა შეუთვალა უცხო ქვეყანაში მყოფ ქართველებს დოლიძემ, რასაც ასევე სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
გთავაზობთ ერთ-ერთი მათგანის, ყოფილი ლექტორის, არინა თავაკარაშვილის გამოხმაურებას დოლიძის აღნიშნულ წყევლაზე:
“ერთი ეგზარხოსმა დაწყევლა საქართველო და ახლა ქეთი დოლიძემ ემიგრანტები …
შენ ხალხი გადახვეწილი ოჯახების გადასარჩენად და შვილების განათლებისთვის როგორ უნდა დასწყევლო?!
როგორ უნდა გაიმეტო საქართველოში არ დაბრუნებისთვის?
ვინც არ უნდა მოგწონდეს ან ვერ იტანდე, თუნდსაც გეზიზღებოდეს, ეს როგორ უნდა უსურვო?
როგორ?!
მესირცხვილება..
ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ბოდიშს გიხდით”- წერს არინა თავაკარაშვილი.