რა მნიშვნელობა აქვს, პანთეონში მოვხვდებით თუ სხვაგან, მთავარია, დასაფლავების მერე ცუდად არ მომიხსენიონ. პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, ვერანაირად ვერ მომიხსენიებენ, იმიტომ რომ არანაირი საშუალება არ მაქვს, რამე გავაკეთო, იმდენად მხოლოდ მშია! შვილი რომ მეუბნება, კამფეტი მინდაო, უხერხულ პაუზას ვაკეთებ და თემას ვცვლი. და ამ დროს ვიღაცეები მწერენ, 250 ლარი მასესხეთ, ბერლინში ვერ მივდივარო.ვიღაც მწერს, შვილის ოპერაციისთვის 250 ათასი ევრო მჭირდება, იქნებ ნახევარი მაინც დამიფინანსოთო. არავის სჯერა, რომ თვითონ გშია. გული არ გაქვთო, მწერენ! რა ვუპასუხო, სიგარეტის, დუსტის ფული არ მაქვსო?! დაბალი ღობეც აღარ ვართ მსახიობები, აღარავის ვაინტერესებთ. არადა ამ მთავრობის პრიორიტეტი კულტურა იყო…
ეხლა დგანან და ქამრებს მიჭერენ. მე კიდე ქამრის შემოჭერა მინდა? დედას გეფიცები, ამ ქამარს ერთი ნახვრეტი მე დავამატე!
ჩვენ ოჯახში მე და ზურას შეგვაქვს ფული. მე მაქვს ხელფასი 800 ლარი, მამაჩემზე ორჯერ მეტი, სირცხვილი არ არის?! და იმასაც მოაჭრეს ათი პროცენტი და 25 პროცენტი შეამცირეს დახმარება. რატომ, ვინმემ ამიხსენით. სად ნახეთ რომ მუთაქებში ვინახავდი ფულს?!”, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.