მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ ოთხ ინიციატივაზე, რომლებიც ზემოღნიშნული ზომების ფარგლებში განხორციელდება, კერძოდ: საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში; ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში; უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებში.
„ეს ოთხი მიმართულება ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური პროცესის შუქცევადობას და წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, პოლიტიკური და ეკონიმიკური რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსოფრმაციის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების კიდევ ერთ აღიარებას“ – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, მინისტერიალს წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის სატელეფონო საუბარი, სადაც იან სტოლტენბერგმა ძალიან მაღალი შფასება მისცა საქართველოს მთავრობის საქმიანობას კოვიდ 19-თან გამკლავების მიმართულებით. როგორც ზალკალიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ „მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და საქართველო კვლავაც ნატოს პოლიტიკური დღის წესრიგშია“.